„მარადისეულის“ ღვინო უკვე ევროპაშია – 2020 წელს დაარსებულმა კომპანიამ საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე ლიეტუვაში გაიტანა.
„მარადისეულის“ დამფუძნებლები ახალგაზრდა ბიზნესმენები: გიორგი თაქთაქიშვილი და ბექა ჟვანია არიან, რომლებმაც ღვინის წარმოება და ბაზრის შესწავლა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს. კომპანია საჯარო ასპარეზზე, მიუხედვაად პანდემიის მიერ შექმნილი შეზღუდვებისა, 2020 წლის გაზაფხულზე გამოვიდა და მის დამფუძნებლებს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. როგორც თავად ამბობენ, „მარადისეული“ ღვინის სავანეა, სადაც თავს იყრის დაუსაბამო ცოდნა ღვინის კულტურისა და წარმოების შესახებ.
„მარადისეულის მიზანია“ ქართლის უნიკალური ვაზის ჯიშების აღმოჩენა და პოპულარიზაცია. ამ ეტაპისთვის „მარადისეული“ აწარმოებს 4 ჯიშის ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს, ესენია: ჩინებული, გორული მწვანე, და „მარადისეულის“ მიერ შექმნილი ღვინო „სავანე“, რომელიც შეიქმნა დანახარულისა და ბუდეშურული საფერავის ჯიშების სეპაჟით.
„მარადისეულის“ ღვინოები ამ ეტაპისთვის მხოლოდ მაღაზია „8 ათას მოსავალშია“ წარმოდგენილი და მიუხედვად შეზღუდვებისა და მოკლე ისტორიისა, გასულ კვირას კომპანიის პროდუქციის პირველი ექსპორტი განხორციელდა ევროპაში, კერძოდ ლიეტუაში, სადაც „მარადისეულის“ ექსკლუზიური ქმნილება – „სავანე“ 18 საუკეთესო ღვინოში მოხვდა.
„ეს ექსპორტი 2020 წელს ჩვენთვის დიდი მოტივაციის მომცემია და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას, რომ მოძრაობა ყოველთვისაა შესაძლებელი, თუ გაქვს მიზანი, არსად არაფერი ჩერდება, არაფერია შეზღუდული, როდესაც ღირებულებები და ფართო ხედვა გამოძრავებს. 2021 წელს შევეცდებით, ევროპის მიმართულებით კიდევ არაერთი მნიშვნელოვანიო ნაბიჯი გადავდგათ, ხოლო მოგვიანებით, სხვა კონტინენტებზეც იქნება წარმოდგენელი ქართველთა დაუსაბამო ცოდნით შექმნილი ღვინო მარადისეული,“ – აცხადებს გიორგი თაქთქიშვილი.
ცნობისთვის, ქართული ღვინის სავანე „მარადისეული“ მდებარეობს ქართლში, ასურელთა მიერ დასახლებულ სოფელ ქანდაში, სადაც ასურელები დღემდე ქრისტეს ენაზე, არამეულად საუბრობენ. სოფელში არსებული ცამეტი ასურელი მამის მონასტერი მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს არამეულ ენაზე.

„ჩვენი მისიაა ქართული ღვინის კულტურის რენესანსი, დაფარული-დაკარგული ქართული ცოდნის აღმოჩენა, გათავისუფლება და გაზიარება სამყაროსთვის, გვჯერა, რომ ღვინო კაცობრიობის უძველესი ქართული ცოდნაა და მასთან ჭეშმარიტი ზიარება ადამიანს შემოქმედებით აზროვნებაში, საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ შეცნობაში ეხმარება,“ – აცხადებს ბექა ჟვანია.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „მარადისეული“ – ეს არის ღვინის სავანე, სადაც თავს იყრის ქართული მეღვინეობის 8000 წლოვანი ცოდნა, ღვინისა და ქვევრის ათასწლოვანი ურთიერთობის ცოცხალი ისტორია, ანუ ქართველთა მიერ დაგროვილი სიბრძნე….
