პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, სავაჭრო ცენტრების გახსნის მიუხედავად, მოქალაქეებმა მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ.
მისი თქმით, არაფერი დაშავდება, თუ ადამიანებს ძველი ტელეფონები ექნებათ და თუ ახალ ტანსაცმელს არ შეიძენენ.
“ჩემი აზრით, შეიძლება ადამიანებმა დავიჭიროთ ძველი ტელეფონები, ვუყუროთ ძველ ტელევიზორში, ჩავიცვათ ის სამოსი, რაც წინა პერიოდში გვქონდა, იმედია, შიშველ-ტიტველი არავინ დადიოდა და არც ახლა ივლის. ჯობია, რომ ამ წელიწადს, ამ პერიოდში თავი შევიკავოთ იმ სავაჭრო ღონისძიებებისგან, რასაც ვაპირებდით. რიგებში დგომა და ა.შ. ინფექციის გავრცელებას წარმოადგენს, ამიტომ ჯობია ეს ერთი წელიწადი, გარკვეული პერიოდი ძველი ტანსაცმელი გვეცვას”,- ამბობს ლევან რატიანი „ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა იკლო, თუმცა ექიმები და ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ თუ ახალ წელს ძველებურად აღვნიშნავთ, შემთხვევების რიცხვი იანვრის მეორე ნახევარში კვლავ 5 ათასამდე გაიზრდება.