9 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავდა 58 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „რთველი 2021“- ის ფარგლებში, მოსავალი ღვინის საწარმოებს 5000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 50 მლნ ლარს აღწევს.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს 280 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდება. მევენახეების შემოსავალი 300 მლნ ლარამდე იქნება.
რთველის საკოორდინაციო შტაბში, ამ დროისთვის, დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 90-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.