LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა – რას მნიშვნელობები აქვს უძველეს არამეულ სახელს

600
მარიამი

წელს საქართველოში 658 მარიამი დაიბადა. ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 118 453 მარიამი. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მარიამი არამეული წარმოშობის სახელია და რამდენიმე მნიშვნელობა აქვს.

„შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“, „მწარე“, „ქალბატონი“, „საყვარელი უფლისა“, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო პირველია.

სახელი უძველესი დროიდან გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ერქვა და ეს სახელი საქართველოში წლებია პოპულარობას არ კარგავს.

დღეს, 28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს – მარიამობას აღნიშნავს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g