ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორში შემცირებულ შემოსავლებზე საუბრობს.
“როგორც მოსალოდნელი იყო, 2019 წლის ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება ტურიზმიდან შემოსავლებზეც აისახა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა”, – აცხადებს ქვრივიშვილი.
მისივე განმარტებით, რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ საქართველოდან რუსი ტურისტების დიდი ნაწილის შემცირება და შესაბამისად, შემოსავლების კლება გამოიწვია. ქვრივიშვილის გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა თუ საპროგნოზო ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, დანაკარგი გაცილებით მეტია, რადგან ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო.
