გიგი წერეთელი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატად წარდგენილ კობა გვენეტაძეს იცნობს. დეპუტატის თქმით, გვენეტაძე კარგი პროფესიონალია.
“კობა გვენეტაძეს ვიცნობ. ის, რომ მუშაობდა შევარდნაძის პერიოდში, შევარდნაძის პერიოდში ბევრი მუშაობდა, ზოგი აშავებდა, ზოგი არ აშავებდა. ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აქ რაიმე საეჭვო შეიძლება იყოს ჩემთვის. მეც ვიცი, რომ არის საკმაოდ კარგი პროფესიონალი და დიდი ხანია მუშაობს მნიშვნელოვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში”, -განაცხადა გიგი წერეთელმა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა.
