თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მომუშავე კომპანიებმა გაზის მილი დააზიანეს.
„თბილისი ენერჯიში“ განცხადებით, გაზი ავარიულად გაითიშა, ზუსტდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ბუნებრივი არის მიწოდება შეუწყდათ.
რეაბილიტაციის დასრულებამდე წერეთლის გამზირის გადამკვეთ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება
კომპანიაში ამბობენ, რომ მუშაობენ გაზის მიწოდების დროულად აღსადგენად და მოქალაქეებს ინფორმაციას აღდგენის დროსთან დაკავშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიაწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა 17 იანვარსაც მოხდა.