„მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა – მე, ჩემს მოადგილეს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოსთვის უნდა დამთავრდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან დღევანდელ მუნიციპალიტეტის სხდომაზე დააზუსტა, იმისთვის, რომ „ცრუ მედიებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ, აქ საუბარი არ არის საბოლოო ვადის გადაწევამდე..“
კალაძის თქმით, იანვარი რაც იყო ნათქვამი, ყოველთვის ძალაში იყო, საუბარია შიდა ვადებზე, რომელსაც სამუშაოებს პროცესში კომპანიები აბალანსებდნენ.
„დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა.
თუმცა ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები, ეს არახალია, რადგან კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია, დავმშვიდობებოდით იმ ორ კომპანიას, რომლებიც მუშაობდნენ.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ამ კომპანიებმა ვადის გადაწევაზე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
„სამუშაოების კეთება რომ დავიწყეთ, სულ სხვა რეალობა აღმოჩნდა - მერიის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიგვაჩნია“ – წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანია
კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ვადების გადაწევა გამოიწვია.
აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი.
უკვე ვხედავდით, რომ არის პრობლემები ვადებზე, ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროექტი დასრულდეს იანვარში და მოძრაობა აღდგეს.
ახლა მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა. მთლად რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“. – განაცხადა კახა კალაძემ.