LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

136
Untitled design (16)

თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:00-დან 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირის კვეთასთან, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!,“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები