Westlife-ის ჩამოყალიბებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნე დააანონსა, რომლითაც ირლანდიური ბენდი ევროპის მასშტაბით 20 წლიანი პაუზის შემდეგ წარდგება.
The 25th Anniversary World Tour მომავალი წლის შემოდგომაზე შედგება. საიუბილეო ტურნე სტარტს 2026 წლის 15 სექტემბერს აიღებს და 26 ნოემბერს დასრულდება.
ამასთან, ოთხეული უდიდესი ჰიტების ალბომს – 25: The Ultimate Collection გამოსცემს. დისკი გაყიდვაში 2026 წლის 13 თებერვალს ჩაეშვება. ფირფიტაში, კოლექტივის ყველა დროის საუკეთესო ჰიტები და ოთხი ახალი სიმღერა შევა.
Weatlife შეინ ფილენის, მარკ ფიჰილის, კიან იგანის, ნიკი ბირნისა და ბრაიან მაკფედენის შემადგენლობით, 1998 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი – Westlife, 1999 წელს გამოუშვა. 2004 წელს კვინტეტს ბრაიან მაკფედენი გამოეყო. კვარტეტად ქცეული გაერთიანება 2012 წელს დაიშალა, თუმცა 2018 წელს კვლავ გაერთიანდა.