LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WHO: ევროპაში სიმსუქნის “ეპიდემია” სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება – რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები 

119
Untitled design (1)

სიმსუქნე იწვევს კიბოს და უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია:

“ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაჩვენებლებმა რეგიონში ეპიდემიურ პროპორციებს მიაღწია და ზრდას განაგრძობს” – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანმოს ევროპის რეგიონის სიმსუქნის ანგარიშში, რომელიც 3 მაისს გამოქვეყნდა.

ორგანიზაციის განცხადებით, სიმსუქნე იწვევს კიბოს და უნარშეზღუდულობისა და სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ჯანმოს მონაცემების მიხედვით: 

⭕  ევროპის რეგიონში ზრდასრულთა თითქმის 60%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე;

⭕  სიმსუქნე ზრდის ისეთი არაგადამდები დაავადების რისკს, როგორიცაა: სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მე-2 ტიპის დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები;

⭕  ევროპის რეგიონში ჭარბწონიანობა და სიმსუქნე სიკვდილისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია;

⭕  ევროპის რეგიონში სკოლის ასაკის ყოველ მესამე ბავშვს აწუხებს ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპის რეგიონის 53 წევრი სახელმწიფოდან, ამჟამად არცერთი არ არის 2025 წლისთვის ჯანმოს გლობალური არაგადამდები დაავადებების მიზნის – სიმსუქნის ზრდის შეჩერების – მიღწევის გზაზე.

 

ახალი მონაცემები სიმსუქნისა და ჭარბი წონის შესახებ

 

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ევროპის რეგიონში ზრდასრულთა 59%-ს და თითქმის ყოველ მესამე ბავშვს (ბიჭების 29%-ს და გოგონების 27%-ს) ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე აწუხებს.

ევროპის რეგიონში მოზარდებში სიმსუქნის გავრცელება უფრო მაღალია, ვიდრე ჯანმოს ნებისმიერ სხვა რეგიონში, გარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა.

“ჭარბი წონა და სიმსუქნე ევროპის რეგიონში სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის წამყვან მიზეზებს შორისაა. ბოლო შეფასებით, ის ყოველწლიურად 1,2 მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს, რაც რეგიონში მთლიანი სიკვდილიანობის 13%-ზე მეტია.

სიმსუქნე ზრდის მრავალი არაგადამდები დაავადების, მათ შორის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტისა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების რისკს. სიმსუქნე განიხილება მინიმუმ 13 სხვადასხვა სახის კიბოს გამომწვევ მიზეზად და სავარაუდოდ რეგიონის მასშტაბით, ყოველწლიურად კიბოს მინიმუმ 200,000 ახალი შემთხვევის პირდაპირი მიზეზია. ეს მაჩვენებელი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. ჭარბი წონა და სიმსუქნე ასევე არის უნარშეზღუდულობის წამყვანი რისკფაქტორი რეგიონში.

ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე კოვიდ-19 პანდემიის შედეგად არაპროპორციულად დიდი ზიანი მიადგათ.

პანდემიის დროს ადგილი ჰქონდა საკვების მოხმარებისა და ფიზიკური აქტივობის მხრივ არასახარბიელო ცვლილებებს, რაც გავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მომდევნო წლებში და ტენდენციის შესაცვლელად საჭიროებს მნიშვნელოვან ძალისხმევას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

განსახორციელებელი პოლიტიკის ზომები: რის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნებს?

 

როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ნებისმიერ ზომას, რომელიც მიმართულია ჭარბი წონისა და სიმსუქნის წინააღმდეგ ქვეყნის დონეზე, უნდა ჰქონდეს მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა.

“ის ასევე უნდა იყოს ყოვლისმომცველი, მოიცავდეს ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს და მიმართული იყოს უთანასწორობის შემცირებისკენ. სიმსუქნის პრევენციის ძალისხმევა უნდა ითვალისწინებდეს დაავადების უფრო ფართო დეტერმინანტებს, გასცდეს ინდივიდებზე ფოკუსირებულ მიდგომებს და მიმართულ იქნეს სიმსუქნის სტრუქტურული რისკფაქტორების აღმოფხვრისკენ”.

 

ჯანმოს ანგარიშში მოყვანილია პოლიტიკის რამდენიმე ზომა, რომელთაც აქვთ პოტენციალი შეამცირონ სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის გავრცელება:

 

✔  ფისკალური ინტერვენციების განხორციელება (როგორიცაა შაქრიანი სასმელების დაბეგვრა ან სუბსიდიები ჯანსაღი საკვებისთვის);

✔  ბავშვებზე არაჯანსაღი საკვების რეკლამის შეზღუდვა;

✔  პირველადი ჯანდაცვის სფეროში სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის მართვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში;

✔  დიეტისა და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების ძალისხმევა ცხოვრების ყველა ეტაპზე, მათ შორის ზრუნვა ორსულობის და მის წინა პერიოდში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, ინტერვენციები სკოლებში და ზომების მიღება ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას ჯანსაღი საკვებსა და ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობებზე.

mazda magti 5g