LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WHO-ს დირექტორი: “კორონავირუსის პანდემია ჩქარდება”

772
BeFunky-collage (13)

“ახალი კორონავირუსის პანდემია ჩქარდება. პირველი დაფიქსირებული შემთხვევიდან მას 67 დღე დასჭირდა, რომ 100 000 შემთხვევამდე მიეღწია, 11 დღე მეორე 100 000 შემთხვევისთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-სთვის,”- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, უახლოეს დღეებში ის თხოვნით მიმართავს დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებს, რათა ექიმებისა და ექთნებისთვის საჭირო დამცავი პროდუქციების წარმოება გაზარდონ. მისივე თქმით, ახლა საჭიროა დიდი ოცეულის ქვეყნების ერთიანობა, რომლებსაც მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ზე მეტი აქვთ.

“თუ ჩვენ არ დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებს, ბევრი ადამიანი დაიღუპება, რადგან თავად ექიმები დაინფიცირდებიან,”- განაცხადა გებრეისუსმა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 366 857 შემთხვევა არის გამოვლენილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები