23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. 16:00 საათიდან მთაწმინდის პანთეონში თანამედროვე ქართველი მწერლები შეიკრიბებიან: რატი ამაღლობელი, გიორგი კეკელიძე, ლევან ბერძენიშვილი, დათო ტურაშვილი, სანდრო ლორთქიფანიძე, ეთერ თათარაიძე. ხელოვანები ისაუბრებენ პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ შემოქმედებაზე – გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, მიხეილ ჯავახიშვილის, ბაჩანა ბრეგვაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას შესახებ.
ქართველი მწერლების შემოქმედებაზე საუბრის პარალელურად პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნის გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.
ღონისძიების სტუმრებისათვის მთაწმინდის მიმართულებით ორი უფასო ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსები 15:30 სთ-სა და 16:30 სთ-ზე თავისუფლების მოედნიდან, პუშკინის სკვერის გაჩერებიდან გავლენ.