LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წიკლაური აუდიოჩანაწერში ნათქვამ “ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელია”

153

ზუსტად 12 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეპუტატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური გამოცხადდა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, წიკლაური ამბობს, რომ ის პასუხისმგებელია მის მიერ ნათქვამ ყველა სიტყვაზე, რომელსაც ის აუდიოჩანაწერში ამბობს.

“ვადასტურებ, ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი ხალხის მობილიზების კუთხით. 10 დღის განმავლობაში მე ყოველდღე ვიდექი რუსთავი 2-თან იმიტომ, რომ ვფიქრობ, სიტყვის თავისუფლება ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, მათ შორის, მე. ჩვენი პარტიის რიგებში არიან პედაგოგები, მასწავლებლები, ექიმებიც, სპეცრაზმელები რომლებიც ადრე იყვნენ ისეთივე მოქალაქეები არიან როგორც სხვები”, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

დღესვე დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  “რუსთავი 2ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, დეპუტატ გივი თარგამაძეს და “თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელს კობა ხაბაზს დაკითხვაზე ელოდებიან.

magti 5g