,,ბიბისის” ცნობით, ჯგუფ Black Eyed Peas–ის წევრი will.i.am კომპანია Qantas-ს ის ბორტგამცილებელს რასიზმში ადანაშაულებს.
ინციდენტი ავსტრალიაში, ბრისბეინი-სიდნეის რეისზე მოხდა. არტისტმა ვერ გაიგო, როდესაც ეკიპაჟმა მგზავრებს ელექტრონული მოწყობილობების გამორთვა სთხოვა და ლეპტოპში მუშაობა გააგრძელა, რამაც ბორტგამცილებლის აგრესია გამოიწვია.
მომხდარის შესახებ მუსიკსომა Twitter-ზე დაწერა.
„არ მინდა დავიჯერო, რომ ის ქალი რასისტია, თუმცა თავის გაღიზიანებას მხოლოდ ფერადკანიანი მგზავრების მიმართ ავლენდა“- წერს მუსიკოსი
I’m currently on a flight from Brisbane to Sydney.
I’m sorry to say me and my group have experienced they worse service due to a overly aggressive flight attendant…
I don’t want to believe she racist.
But she has clearly aimed all her frustrations only at the people of colour— will.i.am (@iamwill) November 16, 2019