საქართველოში ზაფხულში დაცხება, თუმცა ანომალიურ სიცხეს არ უნდა ველოდოთ, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ „ფორტუნას“ განუცხადა.
ივლისსა და აგვისტოში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 37-39 გრადუსს მიაღწიოს.
„ცხელი ზაფხული იქნება, მაგრამ ანომალიურად ცხელი არა. განსაკუთრებულად ჰაერის ტემპერატურის მომატებას, ჯერჯერობით, არ ველოდებით. 37-39 გრადუსი ტემპერატურა გასულ წლებშიც იყო. ყველაზე მაღალ ნიშნულს ჰაერის ტემპერატურა ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე აღწევს. 40-41 გრადუსს ტემპერატურამ შესაძლოა კახეთის რეგიონში მიაღწიოს,“ – აღნიშნა ხათუნა ქოქოსაძემ.
რაც შეეხება უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზს, თბილისში 23 ივნისიდან წვიმიანი ამინდი შეწყდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.