LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინანდალში მუხიანის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა

558

წინანდალში მდებარე მუხიანის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩართულობით, ტურისტულ-რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

როგორც ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მუხიანის ტყე-პარკი ალ. ჭავჭავაძის მუზეუმთან მდებარეობს და ბოლო წლების განმავლობაში უკონტროლო ჩეხვის გამო საუკუნოვანი მუხების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

ტყე-პარკისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭების საკითხზე მინისტრი გიგლა აგულაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა.

mazda magti 5g