LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ვერ მოგიყვებით…ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო, პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს… ” – გიგა მაქარაშვილი

431
unnamed

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ გა­სულ წელს, მან და მის­მა მეგობარმა სტუდენტ გო­გო­ნას სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­უ­ხა­დეს, რი­თაც ახალ­გაზ­რდას სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დაეხმარნენ.

გო­გო­ნამ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლის თით­ქმის ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი სმე­ნო­და, “უც­ნობ მფარ­ველ ან­გე­ლოზს” მო­უ­ლოდ­ნე­ლად წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა.

“შარშან თებერვალში, სტუდენტმა გოგონამ გვთხოვა დახმარება. ერთი სემესტრის თანხა შემაგროვებინეთო, ერთადერთი შანსი მჭირდებაო.

ისეთი გულწრფელი ჩანდა, ისე ითხოვდა, ვერ გავატარეთ და დავბზრიალდით

საკვების ფულიდან ვერ გადავიხდიდით, არ იყო მცირე თანხა, ამიტომ რამდენიმე მეგობარმა სულ 2 დღეში მისი სწავლის ბოლო სემესტრი დააფინანსა.

გაიხარა გოგონამაც და ჩვენც

შემდეგ ჩვენი სტუდენტი გაქრა საერთოდ აღარ ჩანდა! სოციალური ქსელიც რომ გააუქმა იქ უკვე ძალიან შემეშინდა. უნივერსიტეტშიც მოვიკითხე და მითხრეს დაამთავრა და მეტი არაფერი ვიცითო…

პერიოდულად მახსენდებოდა, როცა იგივე თხოვნით მოდიოდნენ სხვები.

ჰო და დღეს მოვიღე გზავნილი, ჰოლანდიიდან..

“ჩემო უცნობო მფარველო ანგელოზო!

პირველი სტიპენდია ავიღე და გიგზავნი 100 ევროს! ვალს არ გიბრუნებ, ვიცი სესხად არ მოგიცია… სტუდენტებს დაეხმარეთ, შანსი აჩუქეთ ყველას!”

ნინო სოფრომაძე, ჰო, ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ

წინასაახალწლოდ ამაზე კარგ ამბავს ალბათ ვერ მოგიყვებით

ჩემო კარგო ქვეყანავ”, – წერს მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g