LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასაარჩევნოდ შეინიშნება პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ყველაზე აქტიურად კი გიორგი გახარიას გუნდის დაკომპლექტებისას გადანაცვლება ხდება: ნინო დოლიძე

58
unnamed (3)

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

მისი განცხადებით, გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ან თანამდებობის დატოვება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის დაკომპლექტებისას გადანაცვლება ხდება.

გარდა ამისა, მისივე შეფასების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს, მასშტაბური სოციალური და ინფრასტრუქტურილი პროექტების დაანონსება ან განხორციელება.

ჩვენ უკვე ვამჩნევთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის გააქტიურდა მზადება განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც უკვე რამდენიმე რეგიონში იმყოფებოდა და პოლიტიკურ აქტივს შეხვდა. უკვე დაანონსდა და ხორციელდება მასშტაბური სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც ცხადია არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ხდებოდეს ამომრჩევლის გულის მოსაგებად, განსაკუთრებით აქტიურად წინასაარჩევნო პერიოდში.

მეორე ტენდენცია რაც ამ ეტაპისთვის შეინიშნება არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, ან თანამდებობების დატოვება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყველაზე აქტიურად ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გუნდის გადანაცვლება და ცვლილებები ხდება” – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ვითარების შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების საჯაროობისა და გამჭვირვალობის საკითხი კვლავ პრობლემური რჩება.

“კარგია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება გახდა უფრო მრავალპარტიული და ინკლუზიური, თუმცა პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების საჯაროობისა და გამჭვირვალობის საკითხი კვლავ პრობლემური რჩება როგორც ცესკოს დონეზე ასევე სხვა დონეებზე”,-აღნიშნა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომ კონკრეტული ხარვეზების გამოვლენით არ მოხდეს არჩევნების ფუნდამენტალური პრინციპების დარღვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები