უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის რკინიგზის სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
CNN-ის ცნობით, დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.
„მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქში გარღვევას, მაგრამ უკრაინელი დამცველები უკუაგდებენ ოკუპანტებს და იცავენ ჩვენს დედაქალაქს“, – განაცხადა კიევის მერმა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია სადგურთან ახლოს აფეთქება.
ცნობისთვის, უკრაინის დედაქალაქ კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო „იბისას“ შორის განხორციელდა, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.