LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წისქვილი“ თბილისობას მრავალფეროვანი აქტივობებით ხვდება

119
წისქვილი

20 და 21 სექტემბერს, 14:00 საათიდან, აღნიშნე თბილისობა „წისქვილში“.

ტრადიციად ქცეულ შემოდგომის დღესასწაულს „წისქვილი“ წელსაც მრავალფეროვანი აქტივობებით ხვდება როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ანანო თავხელიძემ ისაუბრა:

„წისქვილის“ ნობათითა და გემრიელი ნუგბარით სავსე ეზოში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავად ჩაერთონ ტრადიციული კერძების მომზადებაში.

დაგეგმილი აქტივობებია: ხინკლის მოხვევის მასტერკლასი, ჩურჩხელის ამოვლება, ყურძნის დაწურვა, ჭაჭის გამოხდა/დეგუსტაცია.

დღესასწაულს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ქორეოგრაფიული წარმოდგენები და მუსიკალური ნომრები.

დასწრება თავისუფალია. მისამართი: ბელიაშვილის ქუჩა #99

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g