LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელ ჯვარს უკრაინამ 14, 000-ზე მეტი სამხედროს ცხედრის გაყვანაზე მიმართა

113
War-in-Ukraine-the-Bouches-du-Rhone-department-donates-100000-euros-to

უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს უკრაინიდან ოკუპანტების 14 ათასზე მეტი ცხედრის გაყვანასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების ორგანიზების თაობაზე მიმართა, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დავაყენეთ ოკუპანტების დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების შეგროვებისა და მათი იდენტიფიკაციის საკითხი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთს ჯერ არ მოუმართავს მსხვერპლთა ცხედრებისა და ნეშტების ექსტრადირებაზე, რომელთა რაოდენობამ დიდი ხანია 14 000-ს გადააჭარბა“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს სთხოვა, რუსეთს მოუწოდოს, „პატივი სცეს საკუთარ დაღუპულ ჯარისკაცებს და დაიწყოს მოლაპარაკებები მათი უკრაინიდან გაყვანის მიზნით”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები