საბაჟო გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდზე“ 1400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ა-ს ქვეყანაში უკანონოდ შემოტანილი ტვირთი ფიზიკური დათვალიერებისას, სხეულზე დამაგრებული უპოვეს.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლის ჩამორთმევა,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.