საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონს, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 400 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი გადასცა. დღეს, ამანათების დარიგების პროცესში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 39 ფილიალისა და ადგილოვრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, 42000-ზე მეტი პირველადი საჭიროების ამანათი, ქვეყნის მასშტაბით უკვე დარიგდა.