LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ჯვრის საზოგადოებას და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მემორანდუმი გაფორმდა

102
ნათია ლოლაძე

დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავება და გამოცემა; პრო-ბონო მედიაციის განხორციელება წითელი ჯვრის ბენეფიციარებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები