LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

252
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

ფაქტები და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, არის გამაოგნებელი, მაგრამ კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვა, ამ დრომდე დუმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მედიაში ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი, ხოლო ამაზე შსს დუმს, აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ რამიშვილს ყველა ხერხით იცავს.

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ჩვენ ვნახეთ არაერთი ქალის სამართლიანი ბრძოლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საჯაროდ და მტკიცებულებებით მხილებულია სექსუალურ შევიწროებაში. ფაქტები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და მასშტაბები, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, არის გამაოგნებელი, მაგრამ კიდევ უფრო გამაოგნებელია ის, რომ სახალხო დამცველი, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა, ამ დრომდე დუმს.

სისტემა ცდილობს ქალების სამართლიან ბრძოლას „ქართული ოცნების“ ბინძური პროპაგანდისტის, რამიშვილის წინააღმდეგ დაუპირისპიროს ტერორი, შავი პროპაგანდა და ცდილობს იყოს მოძალადის მხარეს. ამ ყველაფრის ფონზე, სახალხო დამცველის დუმილი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორია. სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავისი სიჩუმით იდგება არა მოძალადე რამიშვილის, არამედ იმ ქალების მხარეს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ შალვა რამიშვილის მხრიდან.

მოვუწოდებ მას, დაიცვას ქალების უფლებები, საჯაროდ გამოეხმაუროს ამ ფაქტებს და ყველაფერი გააკეთოს, რომ სისტემამ და პროპაგანდამ ვერ შეძლოს ამ ქალების მორევა. მე მინდა ამ ქალებს ვუთხრა, რომ ამ სამართლიან ბრძოლაში ვიქნები მათ გვერდით და არ შეეშინდეთ არაფრის. ასევე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გასული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ ჰქონოდათ რეაგირება და მოკვლევა დაეწყოთ, თუმცა, ის რომ შსს დუმს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „რუსული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტის დაცვას ცდილობს ყველა ხერხით,“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

„გური, ერთხელ კი არა, ორჯერ მოვუგე, შიგ „ქართული ოცნების“ სასამართლოში ეგ არაა დამნდობი კაცი… არც შენ დაგინდობს იცოდე“ – თათია სამხარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები