მსახიობი ლინდსი ლოჰანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანზე დაბრუნდა. სულ მალე გამოდის ახალი საშობაო კომედია „დაუვიწყარი შობა“, სადაც ლოჰანი მილიარდერი ქალის როლს ასრულებს, რომელიც შობის წინ, მთებში სრიალის დროს იკარგება.
ამ ფილმს კინოკრიტიკოსებმა კინოში დიდი დაბრუნება უწოდეს, რადგან კომედიური ჟანრის ფილმების ყველაზე გამორჩეული მსახიობისთვის, ეს მართლაც პირველი სერიოზული როლია დიდი პაუზის შემდეგ. ფილმის გამოსვლამდე ლინდსი ლოჰანმა მონაწილეობა მიიღო ჟურნალ „კოსმოპოლიტანის“ საშობაო ფოტოსესიაში, სადაც 36 წლის წითურთმიანი ლამაზმანი ულამაზეს საღამოს კაბებში გვევლინება, თანაც განსხვავებულ ლოკაციებზე.
„დაუვიწყარი შობა“ – 9 წლიანი პაუზის შემდეგ ლინდსი ლოჰანი საშობაო რომანტიკული ფილმით ბრუნდება
ფოტო: ლინდსი ლოჰანი დაინიშნა – ვარსკვლავის რჩეული მისი ბანკირი, ბადერ შამასია