არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოდან აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირე ემატება.
“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან, აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით დაამატებს კვირაში 2 სიხშირეს და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით”, – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizz Air Abu Dhabi-ის გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.