LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ევროპაში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც COVID-19-გან გამოწვეული კრიზისისგან თავის დაღწევა შეძლო

56
213613233-3003165776619024-938482783999595367-n

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air აგვისტოში, პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის 100%-ს დაიბრუნებს, – ამის შესახებ ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აცხადებს, მის კომენტარს კი „ავიანიუსი“ ავრცელებს.

ვარადის თქმით, ივლისში ავიაკომპანიამ მგზავრთნაკადის 90% უკვე დაიბრუნა. ამ შედეგებით კი, Wizz Air ევროპაში პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც COVID-19-გან გამოწვეული კრიზისისგან თავის დაღწევა შეძლო.

შეგახსენებთ, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აპრილის თვიდან განაახლა. პირველი რეისი 17 აპრილს ვილნიუსის მიმართულებით შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g