LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air კრაკოვიდან 9 ქვეყნის მასშტაბით 12 ახალ ავიამიმართულებას ამატებს

Male tourist with backpack photographing famous Polish basilica in the center of Krakow

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air კრაკოვში რიგით 26-ე ბაზას ხსნის. ავიაკომპანია 2019 წლის მაისსა და სექტემბერში კრაკოვის აეროპორტში ორ ”ეარბას” A320 ტიპის ავიახომალდს განათავსებს.

ახალი ბაზის პარალელურად, Wizz Air კრაკოვიდან 9 ქვეყნის მასშტაბით 12 ახალ ავიამიმართულებას ამატებს12 ახალ ავიამიმართულებას შორისაა ქუთაისიც.

„სამხრეთ პოლონეთის ყველაზე დიდი ქალაქი გთავაზობთ ყველაფერს, რასაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქის 2-დღიანი თუ უფრო ხანგრძლივი ვიზიტის დროს მოისურვებდით. შესანიშნავი ისტორიული ნაგებობები, თვალისმომჭრელი კულტურული დარბაზები, შთამბეჭდავი ღამის ცხოვრება და შოპინგის მრავალფეროვანი შესაძლებლობები – თქვენ მხოლოდ მოისურვეთ, კრაკოვი კი მას შემოგთავაზებთ. პოლონეთის ყოფილ დედაქალაქში გადააწყდებით ევროპის უმსხვილეს ბაზრობას, მომხიბვლელ ებრაულ კვარტალს თუ ქალაქის ძველ უბანს, გამორჩეულს უამრავი რესტორნით, კლუბითა თუ ბარით”, – აცხადებენ ავიაკომპანია Wizz Air-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g