LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრაკოვმა ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლა

120
ქართული ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, კრაკოვის ცნობილი ისტორიული სასახლის ტერიტორიაზე ქართული ღვინის ორდღიანი ფესტივალი  გაიმართა.

ფესტივალში ქართული ღვინის 20-მდე  კომპანია, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე მწარმოებლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, HoReCa სექტორის წარმომადგენლები, ღვინის მომხმარებლები, ჟურნალისტები და ბლოგერები, ჯამში, 1000-მდე სტუმარი დაესწრო.

ფესტივალი ქართველი მომღერლებისა და მოცეკვავეების კონცერტის ფონზე მიმდინარეობდა.

„ეს არის ქართული ღვინის პოპულარიზაციის საუკეთესო გზა, რადგან პოლონელ მომხმარებლებს, ასევე ტურისტებს, ქართული ღვინის დაგემოვნების კარგი შესაძლებლობა აქვთ. აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორებიცაა ქისი, რქაწითელი, საფერავი და ა.შ. ასევე წარმოდგენილია ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდი“, –  აღნიშნა პოლონეთში ერთ-ერთი პრესტიჟული, ღვინის თემატიკის გამომცემლობის ,,ვინისფერა“ მთავარმა რედაქტორმა მარიუშ კაპჩინსკიმ, რომელიც უკვე წლებია, რაც ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით თანამშრომლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები