LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air ქუთაისიდან კიდევ ორ მიმართულებას აანონსებს – ფრენები მალე დაიწყება

262
wizzzzz

იტალიის ქალაქი ბოლონია და გერმანიის ქალაქი კიოლნი – ორი ახალი მიმართულებაა, სადაც ფრენები ქუთაისის  აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ შესრულდება.

ბოლონიის მიმართულებით ფრენები 2019 წლის ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება, ხოლო კიოლნის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ორივე მიმართულებით 23 აგვისტოდანაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება, რომელიც ფრენებს ევროპის 6 ახალი მიმართულებით: ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ბაზელში, ეინდჰოვენში, ტალინსა და ბარიში შეასრულებს.

ავიაკომპანია Wizz Air უკვე 7 წელია საქართველოს ავიაბაზარზე საქმიანობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g