Wizz Air 1-ლი დეკემბრიდან საკუთარი ეკიპაჟისთვის COVID-ვაქცინაციას სავალდებულოს ხდის. გამონაკლის შემთხვევებში, რეგულარული ანტიგენის/PCR ტესტირება. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ Wizz Air-ი სოციალურად პასუხისმგებლიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ვალდებულებას იღებს დაიცვას როგორც მგზავრების, ასევე ეკიპაჟის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ასევე, აღნიშნული პოლიტიკა გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს შეუფერხებელ და უწყვეტ ფრენებს.
„ჩვენი პრიორიტეტია მგზავრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ ვალდებული ვართ შევამციროთ ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ინფიცირების რისკები, ამაში კი ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს”, – აცხადებს Wizz Air Group– ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარდი.