Wizz Air საქართველოში კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას აპირებს, – ამის შესახებ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრაშ რადომ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით Wizz Air-ის მიზანია, გლობალურად, წელიწადში 2 ათასი ადამიანი დაიქირავოს და ავიაპარკი 500-მდე თვითმფრინავით გაზარდოს მომდევნო ათ წელიწადში.
ანდრაშ რადომ BMG-სთან ქართულ ავიაბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა. „მოხარული ვართ, რომ საქართველოში სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც შემოდიან. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ გვიყვარს კონკურენცია, რადგან კონკურენცია ყველასთვის სარგებლიანია. ის ყველა მოთამაშეს აიძულებს იყოს მობილიზებული და აშენოს მდგრადი ბიზნესი“, – განმარტა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა.