LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წლებია მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით”: მაია ასათიანი

2612
BeFunky-collage

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მაია ასათიანი ჟურნალისტ ნათია გოგსაძის შვილის, ლევან გაფრინდაშვილის ჯარში გაწვევასთან დაკავშირებულ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, ჩემი უახლოესი მეგობრის, ნათია გოგსაძის უფროსი ვაჟი. წლებია ყველა, ვისაც ის გვიყვარს მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით.

ლევანიკო მძიმე ფორმის აუტისტია. დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც წარდგენილი იყო პოლიციის ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ გამომძიებელი ორჯერ ესაუბრა მას (!!!) და ლევან გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე !!!

ჩემი ნათია 18 წელია უშედეგოდ იბრძვის, რომ შვილმა დედა დაუძახოს !!!”, – წერს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ნათია გოგსაძის შვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, ჯარში გაიწვიეს. როგორც ნათია ამბობს, პოლიციამ შეადგინა ოქმი, რომლითაც ამტკიცებს, რომ ბიჭი, რომელიც უცხოებთან საერთოდ არ კონტაქტობს, მათ ესაუბრა.

ნათია გოგსაძე: “ასეთი არაფერი გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით, პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!”

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g