LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლევანდელი American Music Awards-ის მაყურებელთა რაოდენობა წინა დაჯილდოებასთან შედარებით მაღალია – დაჯილდოება ჯენიფერ ლოპესმა გადაარჩინა

132
photo-collage.png

წლევანდელი American Music Awards-ის მაყურებელთა რაოდენობამ, 4.86 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2022 წელს გამართული დაჯილდოების მაყურებელთან შედარებით საგრძნობლად მაღალია, ვინაიდან მაშინდელ ცერემონიას, 3.53 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ცერემონია წელს პირველად, CBS-ის პირდაპირ ეთერში გავიდა. 2022 და 2023 წლებში, შოუ ABC-სთან სამაუწყებლო კონტრაქტის დასრულებისა და ახალი პარტნიორის ძიების გამო დაქენსელდა.

51-ე American Music Awards-ის წამყვანი, ჯენიფერ ლოპესი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეი ლომ დაჯილდოება შოკისმომგვრელი პერფორმანსით გადაარჩინა. სხვა მხრივ, შოუ ჩავარდნილად შეფასდა.

ვიდეო: ვნებიანი კოცნა სცენაზე, სიმღერა ბენ აფლეკზე და ენერგიული ცეკვა – ჯეი ლოს გასაოცარი პერფორმანსი

დაჯილდოებას ნომინანტების უმრავლესობა არ ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის ინდივიდუალური პერფორმანსები სატელევიზიო მაყურებელის მსგავსად, Fontainebleau Las Vegas-ში შეკრებილმა აუდიტორიამაც ეკრანზე ნახა. არტისტები სცენაზე რეალურად არ გამოჩენილან. მათი გამოსვლები წინასწარ ჩაწერილი იყო.

ბილი აილიშის ტრიუმფი American Music Awards-ზე – რატომ არ დაესწრო არტისტი დაჯილდოებას?

ტეილორ სვიფტის უპრეცედენტო მარცხი ,,ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე”

შეგახსენებთ, რომ შარშან, დაჯილდოების საიუბილეო, 50-ე თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური შოუ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ყველა დროის საუკეთესო არტისტებმა და ბენდებმა, მათ შორის: მერაია ქერიმჯენიფერ ჰადსონმარეიმგლედის ნაითმაჩაკა ჰანმაGreen Day-იმ და Stray Kids მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები