LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა საქართველოს 1 000 მოქალაქეს ექნება

744
1618211654israeli

წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა საქართველოს 1 000 მოქალაქეს ექნება, – ამის შესახებ პრემიერის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული.

როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ, დროებით ლეგალურად დასაქმების პროგრამას საქართველო, ამ ეტაპზე, გერმანიასთან და ისრაელთან ახორციელებს. გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმებით გერმანული მხარის მიერ გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5000 ადამიანისათვის, თუმცა გასულ წლის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს 308 მოქალაქე დასაქმდა. მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, ჯამში, დასაქმებულია 132 ადამიანი.

რაც შეეხება ისრაელს, ჯერჯერობით, ლეგალური დასაქმების პროგრამით საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უსარგებლია. „ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2076 მოქალაქე. აქედან შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე. წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ − განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს”, – წერია მთავრობის მოხსენებაში.

ქართველები ლეგალურად დასაქმებას, სავარაუდოდ, პორტუგალიასა და ესპანეთშიც შეძლებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები