LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წლის ბოლომდე, ქართველები ლეგალურად დასაქმებას საფრანგეთშიც შეძლებენ

163
People stroll at Trocadero square next to the Eiffel Tower in Paris, Sunday, May 17, 2020 as France gradually lifts its Covid-19 lockdown. Parisians enjoying their first weekend in the sun since travel and movement restrictions were partially lifted. (AP Photo/Michel Euler)

ფრანგულ მხარესთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც ჩვენს მოქალაქეებს საფრანგეთში დროებით ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა საქართველოს „პირველ არხს“ განუცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე, ბევრად მეტია დამოკიდებული ფრანგულ მხარეზე, რამდენად სწრაფად დაასრულებს ვალდებულებებს.

„ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, რომელიც ძალაშია უკვე შესული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება“, – განაცხადა ბუნტურმა.

მისივე ინფორმაციით, საფრანგეთში დასაქმებას 50-მდე პროფესიის ადამიანი შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g