LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წლის ლიდერი“ – მედიაჰოლდინგი „ფორტუნა“ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

1003
1

Leader of the year („წლის ლიდერი“) – შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციამ და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირმა მედიაჰოლდინგი „ფორტუნა“ დააჯილდოვა.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია მეთოთხმეტედ გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა, რომელიც საქართველოში ტარდება.

ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ რადიო ჰოლდინგი “ფორტუნას” დირექტორმა თამარ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ჰოლდინგს უკვე წლებია რადიო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიის პოზიცია უკავია.

“რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა” თავისი რადიო სადგურებით (“ფორტუნა”, “ფორტუნა პლუსი”, “ავტორადიო” და “არდაიდარდო”) უკვე 25 წელია ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს რადიო ინდუსტრიაში. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს რადიო მსმენელზე, მუდმივად ვთავაზობთ სიახლეებს და მივისწრაფვით წინსვლისკენ და განვითარებისკენ. ჩვენი ჰოლდინგის არსებობის მანძილზე, ყველა აკრედიტებული კვლევითი ცენტრების თანახმად, ოთხივე რადიო სადგური პირველ ოთხ პოზიციას ინაწილებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს ამ წარმატებისთვის, ხოლო ჩვენს ერთგულ პარტნიორებს და მსმენელს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის”, – განაცხადა თამარ ჩიგოგიძემ.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year 50 ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცა ფინანსურ ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით. დაჯილდოების ცერემონია სადღესასწაულო გალა-ვახშამის ფორმატში გაიმართა.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან.  ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია,  ამ პერიოდიდან  ბიზნეს კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო “Leader of the Year”, რომელიც დაპატენტებულია მსოფლიო საპატენტო ორგანიზაცია WIPO-ს მიერ. ეს დიდი ნდობა განპირობებულია იმით, რომ  წარმატებული ბიზნეს კომპანიების გამოვლენა და წარდგენა ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს ყველა სფეროს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. რეიტინგები დგება ციფრებზე დაყრდნობით, რაც გამორიცხავს ადამიანურ ფაქტორს და ობიექტურობის გარანტიას იძლევა. ვლინდება რეიტინგის ოქროს ტოპ ათეული ყველა სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით და არა ას ან თუნდაც ათას კომპანიას შორის, იმის მიხედვით თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, დანახარჯები დასაქმებულებზე და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები.  ღონისძიებაზე ბიზნეს დაჯილდოების ფორმატის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ უცხოური კომპანიები, რაც იმას ნიშნავს რომ დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ.  მსოფლიოს წარმატებული კომპანიების ურთიერთგაცვლა სხვადასხვა ქვეყნებში ანალოგიურ ღონისძიებებზე ხელს უწყობს ბიზნესის, ტურიზმის და საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ასევე,  კომპანიების ცნობადობა მაღლდება და სანდოობა საქართველოს ფარგლებს სცდება.

ბიზნესის გარდა, კავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახელოვნებო სფერო წარმოადგენს. 2017 წლიდან შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საპატიო ჯილდო – ადამიანი ისტორია – Person-history, გადაეცემათ პირებს, რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას. ჯილდოს მფლობელები არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი და ბევრი სხვა; წელს ღონისძიებაზე ჯილდო გადაეცათ ბატონ მურმან ჯინორიას, ჯგუფს ,,ფორტე“ და ლელა წურწუმიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g