წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ფურორი მოახდინა ახალგაზრდა ფრანგმა ფორვარდმა ანტონი მარსიალმა, რომელშიც ”მანჩესტერ იუნაიტედმა” კოლოსალური თანხა გადაიხადა. ბიჭი თავიდანვე კარგად ჩაეწერა ”წითელ ეშმაკუნებში”.
ახლა კი ქმართან ერთად ინგლისს სამანტა მარსიალიც იპყრობს.
19 წლის ანტონი და სამანტა ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. წყვილი პატარა ტოტოს ზრდის და მეორე ბავშვსაც ელოდებიან. ანტონი ტაბლოიდების კლიენტი ნაღდად არ არის, იგი თავისუფალ დროს ოჯახურ წრეში ყოფნას ამჯობინებს.
იმ ფოტოზე, სადაც სამანტა სხვა გოგონებთან არის, ეს სხვა გოგონები მატეო დარმიანის, მორგან შნაიდერლინის, ხუან მატას და დეილი ბლინდის მეორე ნახევრები არიან.