წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ორ კილომეტრამდე მონაკვეთი კვლავ მდინარე ალაზანიდან გადმოსული წყლით არის დატბორილი. ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აკრძალულია.
დატბორილ მუნიციპალიტეტებში, კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.
მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.
ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლაგოდეხში 20 სოფელი დააზარალა. დატბორილია ასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწები, ვენახები და სათბურები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზის გახსნა შუადღისას მოხერხდება.