პაპარაცებმა ჯიმ ქერი ნიუ-იორკში, ამ დღეებში დააფიქსირეს. 55 წლის მსახიობი მკვეთრად გამხდარი იყო და საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა. იმავე საღამოს კი ის ტორონტოს კინოფესტივალს სტუმრობდა, სადაც თავისი ახალი დოკუმენტური ფილმი „ჯიმ ქერისა და ენდი კაუფმანის ისტორია“ წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ქერის მისი ყოფილი მეგობარი გოგოს, კატრიონა უაიტის დედამ სასამართლოში უჩივლა. ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი თვითმკვლელობამდე სწორედ მსახიობმა მიიყვანა.