LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wrangler-ის ბაზაზე დამზადებული პიკაპი დებიუტისთვის ემზადება

47

ალიანსის ”Fiat Chrysler Automobiles” ხელმძღვანელობა Wrangler-ის ბაზაზე დამზადებული პიკაპის წარმოებას იწყებს, რომელიც ბრენდირებული ნიშნის Jeep-ის ოჯახში ჩაიწერება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალი ავტომობილის წარმოება 2017 წლისთვის იგეგმება და ოჰაიოს შტატში, ქალაქ ტოლედო-ში აიწყობა, სადაც ამჟამად Wrangler-ის წარმოება მიმდინარეობს.

მოსალოდნელია, რომ ავტომობილი ალუმინის შასით იქნება დამზადებული, რაც ავტომობილის დაამსუბუქებს და სავარაუდოა, რომ ახალი მოდელი სხვა დამატებითი დეტალებისგანაც განთავისუფლდება.

გარდა ამისა სიახლე იქნება ისიც, რომ Wrangler-ისგან განსხვავებით, 3,6 ლიტრიანი ძრავის ნაცვლად, უფრო დაბალკუბატურიანი ძრავით იქნება წარმოდგენილი, სავარაუდოა, რომ პიკაპში ტურბოდიზელის ტიპის ძრავი მოთავსდება.

ახალ ავტომობილს მაქსიმალურად დატვირთავენ ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც ამჟამად Jeep Renegade-სა და Fiat500X-ში გამოიყენება. გარდა ამისა, ახალი პიკაპი ორი სახის გადაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი, 6 სიჩქარიანი მექანიკური და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები