LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი გახარიას: „20 ივნისის შემდეგ, კანცელარიაში გამართულ თათბირზე, გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“

125
გიორგი გახარია და თეა წულუკიანი (2)

„გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“, – ამ განცხადებით თეა წულუკიანმა, შს ყოფილ მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ ყოფილ პრემიერს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული თათბირი შეახსენა:

„მეორე დილით, ნაშუადღევს, დაახლოებით, 12 საათზე, მთავრობა და რამდენიმე დეპუტატი, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ შეგვკრიბა მთავრობის კანცელარიაში. თქვენ ოდნავ დაგაგვიანდათ. შემოგვიერთდით, ბევრად არ დაგიგვიანიათ, მაგრამ უკვე ვისხედით. თქვენ სულ განაპირას იჯექით. მე თქვენგან შორს აღმოვჩნდი. ყველანი ვიყავით აღშფოთებულები, რომ ეს უბედურება დაატყდა ზოგიერთ ადამიანს თავს.

თქვენც იყავით ძალიან შეწუხებული, ამ დასახიჩრებული ადამიანების გამო. ერთადერთი კითხვა, რაც ყველა კოლეგისგან, მათ შორის ჩემგან იმ თათბირზე ისმოდა, იყო რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით, რატომ იქნა ეს გამოყენებული?! მე რაც გითხარით, გავიმეორებ, გახსოვთ თუ არ გახსოვთ, არ ვიცი.

გახარია: „როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ თქვენ – ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“

გიორგი გახარია: „ცრემლსადენი გაზის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გავეცი მე, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ“

აღნიშნულით მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.

მე გითხარით, ბატონო გიორგი, თქვენ ის მაინც არ გინახავთ – მეთქი ვანო მერაბიშვილმა რეზინის ტყვიები რომ გამოიყენა და ზურგი რომ ჰქონდა დაჩვრეტილი -მეთქი და დასახიჩრებულები რომ იყვნენ ადამიანები, ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“. ეს იყო თქვენი პასუხი. ახლა თქვენ იძახით, რომ მე ვიტყუები. რაც გინდათ, ის თქვით“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები…“ – წულუკიანი გახარიას

წულუკიანის მიმართვას გახარიამ უპასუხა: „რა თქმა უნდა, იტყუებით. ეს არის ტყუილი! ქალბატონო თავმჯდომარევ, ეკონომისტი არ ვარ და არ ვიტყოდი, რომ ეკონომისტი კაცი ვარ-მეთქი, ეს არის ტყუილი!“ – აღნიშნა გახარიამ, რაზეც წულუკიანმა უპასუხა: „ეკონომისტიც არ ხართ?“

გარდა ამისა, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, რაში გამოიხატება 20 ივნისის მოვლენების გამო მის მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რაზეც გახარია მუდმივად უსვამს ხაზს.

წულუკიანი გახარიას: „ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“

„ჩემი პოლიტიკური პოლიტიკური პასუხისმგებლობააო, ამას ყველგან ამბობთ. თქვენ ისიც ხომ თქვით, რომ ჩვენ რაღაცებს ვერ ვიგებთ, ლამის ქართული ენაც არ ვიცით, ინტელექტში მოვიკოჭლებთ, სულ ამას გვსაყვედურობთ. ჩვენი ყველას ხელმძღვანელი რომ იყავით, მაშინაც, ალბათ, არ მოგწონდათ ჩვენი ინტელექტი. ამიტომ არ გაგიკვირდეთ შეკითხვა, რომ ვერ გავიგე რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

იქნებ აგვიხსნათ, პოლიტიკაში ყოფნას აგრძელებთ ისე, რომ ფრანგებს აქვთ გამოთქმა – „თვალებზე არ გცივათ“, აბსოლუტურად გაბედულად, ვითომ „ბალი ორი შაური“. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა?

პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე ასე წარმომიდგენია, რომ თქვენ გამოსულიყავით და გეღიარებინათ, რომ ეს ისეთი რაღაც მოხდა, ამის მერე უბრალოდ არ მაქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლებაო. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ მის მიერ მოყვანილი მაგალითი, პირიქით, „უპასუხისმგებლობა და გაქცევაა“.

გიორგი გახარია 20 ივნისზე: „ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ  უნდა გამოკითხოს ივანიშვილი“

„თქვენ რაც თქვით და პოლიტიკური პასუხისმგებლობის მაგალითად მოიყვანეთ, ეს არის უპასუხისმგებლობა და გაქცევა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩემთვის არის ის, რომ თუ რამე შეცდომა დამიშვია, ყოველთვის მითქვამს. ბევრი კარგი საქმეც გამიკეთებია და გაგვიკეთებია ყველას ერთად, მაგრამ შეცდომებიც დამიშვია.

მე ამ შეცდომებზე პასუხისმგებლობა რომ მაქვს აღებული, სწორედ ამიტომ ვარ პოლიტიკაში და სახლში კი არ გავქცეულვარ, რაც ბევრს უნდოდა, იმ ტვირთით, შეცდომებით, ასე ვარ. არ მეშინია არც თქვენი კომისიის და არც თქვენი კომისიის“,- განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ვიცით, ომამდე ტანკისტი იყავით და არ გეშინიათ“.

„მადლობა, რომ მობრძანდით, როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი“ – თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას მიმართა

magti 5g