LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით

239
BeFunky-collage (11)

ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოში უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებისადმი არსებულ დამოკიდებულებაზე “იმედის” ეთერში ისაუბრა.

„დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი გამოდიოდეს დილით, შუადღეს, საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლოს როგორ იცხოვრონ.

წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ: „სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა“.

ეს ხომ ხარხარის დონის ანეკდოტია და ჩვენ ასე ვიქცევით საქართველოში და ალბათ დროა, რომ ყველამ – ჩემით დაწყებული და სხვებით გაგრძელებული, შევწყვიტოთ. იმიტომ რომ გერმანელები არ ცხოვრობენ სალომე სამადაშვილის რეცეპტებით და მეც არ მგონია, რომ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით.

ჩვენ გვყავს ოფიციალური კოლეგები სახელმწიფო დეპარტამენტში, მათი ოფიციალური ელჩია ქალბატონი კელი დეგნანი, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, გვყავს სხვადასხვა დეპუტატი ევროკავშირში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამათ ჰგონიათ, ევროპარლამენტში მარტო თვითონ ჰყავთ მეგობრები, გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ევროპარლამენტში ვინ რას ლაპარაკობს: ირაკლი ზარქუა

“ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი?” – მარინა კალიურანდი კობახიძის განცხადებას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g