LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: სააკაშვილს ციხეში ექნება საუკეთესო კვება

117
BeFunky-collage (4)

“სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე ხდება მისი დაკავება სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს, ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა “რუსთავი 2”- ის ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე ციხეში სააკაშვილი პოლიტიკურად კომფორტული იქნება “ქართული ოცნებისთვის”?! წულუკიანი პასუხობს, რომ მისთვის ყველა პატიმარი თანაბარია.

დისტანციური მუშაობა გამიგია, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა „ნაციონალების“ ნოუჰაუა – თურნავა

“დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მას ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი და ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს და სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ.

ამ წლებმა გვაჩვენა, რომ სააკაშვილის დაჭერა სინამდვილეში არავისაც არ უნდოდა: ინგა გრიგოლია

"ხანდახან მგონია, რომ ივანიშვილის პარტიის ყველა ლიდერს ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიშა უყვარს, მიშათი ცოცხლობენ, მიშა სჭირდებათ"

კარგი კვება არის პატიმრისთვის პოლიტიკური საკითხი და კარგად რომ მოექცე. როდესაც მათი დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და შემდეგ იქიდან გამოდიან ხოლმე ნაკვებნი და მოსუქებულები, ეს პოლიტიკური საკითხია.

მე არ მიგრძვნია ორი წელი, რაც პენიტენციურ სისტემაზე კოორდინაციას ვახორციელებდი არ მიგრძვნია არანაირი დისკომფორტი, ამას ვამბობ გულწრფელად, ჩვენთვის ყველა პატიმარი ერთი და იგივეა.

მე მაინტერესებს ის, რომ პატიმარი, იქნება ეს უგულავა ყოფილი პატიმარი, თუ მომავალი სააკაშვილი, მისი უფლებები იყოს დაცული და ვერავითარი საერთაშორისო შეფასებები ვერ შეგვიქმნის დისკომფორტს. ვინც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი, ეს საქმე ვერ იქნება ვერც გასარჩევი, რომელიმე უცხოელის მიერ,” – განაცხადა “რუსთავი 2”- ის ეთერში თეა წულუკიანმა.

“ნაციონალური მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ” ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინენ. როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.

„ჩვენი დროის კურიოზი“: სააკაშვილი საკანში თუ პრემიერის სავარძელში? – პირველობაზე მეოცნებეთა რიცხვი გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g