„სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს, ნუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მანვე უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.
„როგორც ვიცით, ციხეში არჩევნები არ ტარდება და არავის არ ირჩევენ. შესაბამისად მას შეუძლია, ნებისმიერი ტიპის კონსულტაციები გამართოს. საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. ნუ ვუწყენთ და ნუ გავუბრაზდებით, რადგან პატიმარს, რომელსაც წინ აქვს რამდენიმე წელი ციხეში, სჭირდება გარკვეული ანტურაჟი, გარკვეული გართობა და ამისათვის მას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ; მაგრამ ვერავითარი პოლიტიკური არეულობის გამოწვევის მიზეზი ის ვერ იქნება. მას უბრალოდ, არ გააჩნია, მით უმეტეს საპატიმროდან, ამისი რესურსი.“– განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბევრი გაუგებრობა გაიფანტა – წულუკიანი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე