„ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, მაღიზიანებს, სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია“, – ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, კულტურის სამინისტროში ბევრი რამე შეიცვალა, მაგალითად, შეიცვალა ის, რომ რითაც თავად ცნობილი, იმას აგრძელებს.
„თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ამათ თავიანთი ტელევიზიები აქვთ დაპყრობილი წივილით, კივილით და ვერ ინელებენ და ეგუებიან იმას, რომ კულტურის სამინისტროში შეიცვალა მიდგომები.
მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, მაღიზიანებს, სულ რომ ეს ადამიანი იყოს ჩემი სისხლი და ხორცი და მე დღეს ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი მყავს განაწყენებული და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია.
„პარლამენტში მე ვსაუბრობდი ქართულ აფროსნობაზე, როდესაც ქალებმა აფრები აუშვეს. სამინისტრომ აფროსნებისთვის შეიძინა ხუთი ცალი ოლიმპიური ნავი, რომლითაც შემიძლია, ისინი გავასეირნო“ – თეა წულუკიანი
„მინდა, ყველას გამძლეობა გისურვოთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ.“
აი, ასე მოუხდება ყველას. რატომ? იმიტომ რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო არის სახელმწიფოსი და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა.
ეს სახელმწიფო რომ ძლივს შეიქმნა და ამ სახელმწიფოს შექმნაში, რომ ქართველი გოგოების სისხლი დევს, რომელიც ამ შენობის [პარლამენტის] წინ დაიღვარა, ჩვენ გვაქვს ელემენტარული პასუხისმგებლობა, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, მოვიქცეთ წესიერად და მე ვცდილობ, რომ მოვიქცე წესიერად და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.