„ოპოზიციას მუდმივად ექნება ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღვივების მცდელობა. მათ შორის, ამ სხდომათა დარბაზშიც შეეცდებიან ამის გაკეთებას”, – ეს განცხადება ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
“ხედავთ, რომ ცდილობენ ჭიქაში რაღაც ქარიშხალი დაატრიალონ – საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ვთხოვ, ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ შევიდეთ.
ვიდეო: „რატომ იცავთ რუსეთის მოქალაქეს?.. ნუ მეჭიდავებით“ – მანდატურებმა გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს
ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა.
რთულია, მესმის ჩემი კოლეგების. ალბათ, სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლისგან“.
როდესაც ასეთი სიტუაცია იქმნება, ვხედავთ, როგორც აკეთებენ, ვითომ კაცები – ქალებს იფარებენ ხოლმე”, – აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, „მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში, კულტურისა და სპორტის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.