LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რატომ იცავთ რუსეთის მოქალაქეს?.. ნუ მეჭიდავებით“ – მანდატურებმა გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

293
BeFunky-collage (1)

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა. მანამდე მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს.

„ასეთი უპატივცემულობა როცა არის, დატოვეთ დარბაზი, მივმართავ გიორგი ვაშაძეს, თუ გაქვთ გამდებადობა, რომ დაარღვიოთ წესები, იმის გამბედაობაც გქონდეთ, რომ მაშინ დატოვოთ დარბაზი და მიიღოთ ამის შედსეგები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა.

„რუსეთის მოქალაქეს რატომ იცავთ?“, – მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

„ყველაზე, ვინც რუსული ჯაშუშური ქსელის დაცვაშია მხილებული, ეროვნული ბანკით დაწყებული, სუსით გაგრძელებული, ამაზე უნდა იყოს ახლა მსჯელობა და „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, იცავთ რუსულ ჯაშუშურ ქსელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები